Thursday, December 10, 2009

სტატიები ინტერნეტში: გვანცა გეთიაშვილი. თბილისი. 11 ნოემბერი, 2009

ბოშათა ბანაკი თბილისში
ერთმანეთზე მიწყობილი სახლები, პატარა ეზოები, ზოგან შადრევნებით -- ეს ბოშების ბანაკია ლოტკინზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ეს კომპაქტური დასახლება თითქოს არაფრით გამოირჩევა ჩვეულებრივი ქართული უბნისგან, მაგრამ მიხვეულ-მოხვეული შუკები და ეზოები, აზიის რომელიმე ქვეყანას მაინც მოგაგონებთ. დღესდღეობით ხშირად ძნელია ბოშისა და ქართველის ერთმანეთისგან გარჩევა. ისტორიკოსი თემურ ჯოჯუა მიიჩნევს, რომ ქართულმა გარემომ კვალი დააჩნია მათ ფსიქიკას, მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს “რადგან ნელ-ნელა ემსგავსებიან იმ ხალხს ვის გარემოცვაშიც ცხოვრობენ.”თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი ბოშებსა და ქართველებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ყველა ქართველი ერთნაირად არ არის მათდამი განწყობილი, ზოგი ბოშებს “ციგნებსა” და “ურჯულოებს” უწოდებს.ბატონი თემურის აზრით ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ბოშების უმრავლესობის მიერ ვაჭრობისა და მოწყალების თხოვნით. ისინი ამ გზით ირჩენენ თავს, რაც დისკრიმინაციის საფუძველი ხდება, არადა: ,,რა დააშავა პატარამ, რომელიც გადარჩენის მიზნით ქუჩაშია და მათხოვრობს, ალბათ ეს უფრო უფროსი თაობის დანაშულია ან წარსულისა, რომელიც ბოშებს ბუნებამ არგუნა.”ბოშების მომთაბარე წარსული ხშირად ვაჭრობასთან, მათხოვრობასა და ქურდობასთან ასოცირედება. ისტორიიული ცნობების თანახმად, ბოშათა, იგივე ბოჰემიელთა, ტომი ინდოეთის ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა. მე-5 და მე-10 საუკუნეებში მათი წინაპრები იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლებულიყვნენ. ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადაინაცვლეს და მე-15 საუკუნეში უკვე მთელ ევროპას მოედნენ.ბოშები ლაპარაკობენ აწინკნურ ენაზე, თითქმის იგივეა რაც რომაული. ის რომ ბოშები მართლაც ინდური ტომებისაგან წარმოიშვნენ ამტკიცებს ისიც, რომ მათი ენის სამი სიტყვიდან ერთი აუცილებლად ინდურია, თუმცა ახლა ამ ენაზე მხოლოდ მოხუცები თუ საუბრობენ.1989 წლის აღწერით, მთელ მსოფლიოში ცხოვრობს 3,6 მილიონი ბოშა, აქედან 96% სომხეთში, ხოლო დანარჩენი 4% გადანაწილებულია ევროპაში (მოლდოვა, საბერძნეთი და ა.შ.). საქართველოში ბოშების შემოსვლა შეინიშნება 1915 წლიდან, სომხების გენოციდის შემდეგ და თბილისის გარდა ცხოვრობენ, ქუთაისში, მარნეულში, ახალქალაქსა და ახალციხეში. ფაშისტური გერმანიის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მათი რიცხვი მე-2 მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა.დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს ბოშების მიმართ ბატონი თემურის მსგავსი შემწყნარებლური დამოკიდებულება არ აქვს. ერთ-ერთ ქართველ მოზარდს მათში მეგობრებიც ჰყავს, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მათთან დალაპარაკება და მათ უბანში მისვლაც კი სარისკოა.10 წლის, ბოშა გოგონა, სონია პაჭკორია თბილიში ცხოვრობს, მშობლები არ ჰყავს, ბებია და ბაბუა ზრდის: ,,დედა მშობიარობას გადაჰყვა, პაიანოვა იყო, მამა – ქართველი, მეგრელი, არ ვიცი რატომ დაიღუპა. ორი ძმა და ერთი და მყავს, რომელსაც ბებია ზრდის სამეგრელოში, ზუგდიდში, მამაჩემის მშობლები. კიდევ ერთი ძმა მყავდა, სამწუხაროდ, ორი წლის უკან გარდაიცვალა”სონია პაჭკორია იმ ,,ბედნიერ” ბავშვებს მიეკუთვნება, ვინც ქუჩაში მოწყალების თხოვნით არ ირჩენს თავს და ვისაც ჰყავს ქართველი მეგობრები, რომლებიც მასთან თამაშსა და ურთიერთობას არ უკადრისობენ.ბოშების უმრავლესობამ ქართული იცის, რადგან მათ ბევრი რამ შეითვისეს იმ ხალხთა კულტურიდან, სადაც ცხოვრობენ, ბოშების ენა უკვე ასიმილირებულია სხვადასხვა ენებთან, ხოლო ისინი ვისაც უჭირს საუბარი, ქართველებთან რუსული ენის მეშვეობით ურთიერთობენ.

No comments:

Post a Comment