ბოშები – ეთნიკური ჯგუფია, რომლებიც საკუთარ თავს საკუთარ თავს უწოდებენ "რომა"–ს. ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ როგორც "სინტი". ისინი ადამიანებით დასახლებულ თითქმის ყველა კონტინენტზე ცხოვრობენ. მათი განსახლების არეალი ძირითადად ცენტრალურ და არმოსავლეთ ევროპასა და ანატოლიაშია, მათი დიდი რაოდენობა ასევე სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს. მიუხედავად ფართო განსახლების არეალისა ბოშების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნებში იშვიათად აღემატება 2% თუმცა მათი რაოდენობა საკამაოდ დიდია. ასე მაგალითად: საფრანგეთში ბოშები შეადგენენ მოსახლეობის 1,62 % ანუ 650 000 ადამიანს, რუმინეთში 535 140 კაცს, თურქეთში 500 000 (საერთო მოსახლეობი 0.72%), ბულგარეთში 370 908 (საერთო მოსახლეობის 4.67%), უნგრეთში 205 720(მოსახლეობის 2.02%) საბერძნეთში 200 000 (1.82%), რუსეთში 182 766(0.13%) იტალიაში 130 000(0.22%), სერბიაში 108,193(1.44%), სლოვაკეთში 89 920(1.71%), გერმანიაში 70 000(0.09%) ხოლო ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში 53 879 ადამიანს რაც საერთო მოსახლეობის 2.85% უდრის. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემია ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 5 დან – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათი რიცხი ოფიციალური მონაცემით 175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტების მიერ იქნა განადგურებული. ( ამ სასინელი დანაშაულის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ, იხ. პარაიმოსი). ევრო საბჭოს მონაცემებით ევროპაში 9,8 მილიონი ბოშა ცხოვრობს, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, რადგან მათი ცხოვრების სტილის გამო ვერ ხერხდება მათი აღწერა. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 4 მილიონი ბოშა ცხოვრობს აზიაში და 1 მილიონამდე დანარჩენ კონტინენტებზე (ევროპის გარდა).
ბოშათა ჯგუფები (ტომები) ბოშათა ეთნოსში გამოყოფენ ჯგუფებს (ტომებს), რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ:
1. რომას (Roma) სახელით არიან ცნობილი ბოშები, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ ევროპასა და იტალიაში მათ მე–19 საუკუნიდან დაიწყეს მიგრაცია და აითვისეს მთელი ევროპა და სხვა კონტინენტები.
2. "იბერიული ტომი" (Iberian kale) – ამ სახელით არიან ცნობილი ჯგუფი ბოშებისა ესპანეთში, ასევე პორტუგალიაში, სამხრეთ საფრანგეთსა და ლათინურ ამერიკაში.
3. " ფინური ტომი" (Finnish Kale) - ამ ტომის ბოსები ცხოვრობენ ფინეთში და ასევე მათი მიგრაცია მოხდა შვედეთში.
4. "უელსის ტომი" ("Welish Kale") – უელსში მცხოვრები ბოშები
5. "Romanichal" – დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბოსები, რომლებიც ასევე მიგრაცია განიცადეს აშშ –სა და ავსტრალიაში
6. "Manush" – ტომი ცხოვრობს ცენტრალური ევროპის იმ ნაწილში სადაც ფრანგულად მეტყველებენ.
7. "Romanisael" – ტომი ცხოვრობს შვედეთსა და ნორვეგიაში
8. "Sinti" - გერმანულ ენაზე მოსაუბრე, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში.
ეთნოტერმინი
ბოშებს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. ასე მაგალითად ინგლისში მათ ტრადიციულად უწოდებენ Gypsies (ამ სიტყვაში აშკარად იგრძნობა ბიბლიური გავლენა ბოშების წარმოშობისა Egyptians "ეგვიპტელები". ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიყენება, როგორც მოდის, სტილის შესატყვისი), ესპანელები მათ – Gitanos, ფრანგები – Bohémiens (ბოჰემიელები – მათი ბოჰემური ცხოვრების წესის გამო), ასევე ფრანგულ ლიტერატურაში ვხვდებით მათ, როგორც Gitans ან Tsiganes, გერმანელები მათ უწოდებენ – Zigeuner, იტალიელები – Zingari, ნიდერლანდების სამეფოში – Heidens (სიტყვას სხვა მნიშვნელობაც აქვს –"კერპთაყვანისმცემლები"), უნგრელები სადაც მასობრივად ცხოვრობდნენ ბოშები – Cigany ან Pharao nerek ("ფარაონის ტომი"), ფინელები – mustalaiset ("შავები"), თურქები – Çingerie, Çingane; ებრაელები – Tso’anim (ბიბლიური ეგვიპტური პროვინცია – "ცოანი"–დან) ამჟამად ევროპულ ენებში ფართოდ მკვიდრდება ბოშების ეთნონიმი "რომა". ბოშების წარმომავლობა და ისტორიამათი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვარიაციები არსებობს: პირველი ვერსია უფრო მეტად გავრცელებული და ახლომდგომია სინამდვილესთან. ამ ვერსიით ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. მათ მიგრაცია ინდოეთიდან ჯერ კიდევ მე–11 საუკუნემდე დაიწყეს. სავარაუდოდ ბოშები ცხოვრობდნენ ცენტრალურ ინდოეთში რაჯასტანის (Rajasthan) რეგიონში. დაახლოებით 250 წელს ამ რეგიონში მართლაც ცხოვრობდა ბოშათა ჯგუფი. ასევე თვალსაჩინოა ბოშათა მსგავსება ამ რეგიონში მცხოვრებ სხვა ხალხებთან "რაჯაპუტებთან" (The Rajputs) და "ჯატებთან" (The Jats) უკვე ჩვ. წ. 500 – 1000 წლიდან იწყება ბოშათა მიგრაციები. მეორე ვერსია ბიბლიური წარმომავლობისაა. ამ ვერსიის თანახმად და ისინი ეგვიპტური პროვინციიდან "ცოადან" უნდა იყვნენ. (ეს აზრია ჩადებული ინგლისურ ენაში, როცა ბოშებს მოიხსენიებენ, როგორც – Gypsies, მიღებულია სიტყვიდან Egyptians "ეგვიპტელები") ამ ვარუდს ეთანხმება ვიქტორ ჰიუგო თავის ნაწარმოებში "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში ისინი მოხეტიალეები იყვნენ, ერთი ადგილიდან გადადიოდნენ მეორეზე როგორც ხელოსნები, მუსიკოსები და მოვაჭრეები. ისტორიის მანძლიზე ისინი იყვნენ ძალადობრივი ასიმილაციის საგანი; ბოშების ენა აკრძალული იყო ზოგიერთ ქვეყანაში. მათ მიმართ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საზოგადოებები ახორციელებდნენ ძალადობას: შვილებს ძალით ართმევდნენ მშობლებს, ისინო მონებად ითვლებოდნენ. ბოლო ქვეყანა იყო რუმინეთი სადაც მათი მონობა გაუქმდა 1856 წელს. ბოშებს არასოდეს ჰქონდათ სახელმწიფო და არასოდეს უბრძოლიათ სხვა ხალხის წინააღმდეგ. მე-20 საუკუნის განმავლობაში ისინი ითვლებოდნენ მაწანწალებად და ბევრ ქვეყანაში გამოცემული იყო კანონები, რომლებიც აიძულებდა მათ ერთ ადგილას დასასახლებას. დღეს, ბოშების საზოგადოება კვლავ არის პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის, დევნის და იზოლაციის საგანი ყველა ევროპულ ქვეყანაში. ენა ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამოდენიმე დიალექტად იყოფა. ასევე საუბრობენ იმ ერების ენაზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენ და ცხოვრობენ. ევროპელების მიერ ბოშები ყოველთვის განიხილებოდნენ როგორც მათგან განსხვავებული ხალხი.
Thursday, December 10, 2009
პარაიმოსი
პორაიმოსი, ბოშების ენაზე "განადგურება"— ბოშების გენოციდის პოლიტიკა ნაცისტურ გერმანიაში; ტერმინი შექმნეს თავად ბოშებმა და XX საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გახდა. პარაიმოსი ერთ რიგში დგას ჰოლოკოსტთან – ნაცისტების მიერ ებრაელთა განადგურებასთან. პარაიმოსთან დაკავშირებით სტატისტიკურ გამოკვლევათა რიცხვი პატარაა, ამიტომაც დაღუპულ ბოშათა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით მათი რიცხვი რამოდენიმე ათეულიდან რამოდენიმე ასეულ ათასს ადამიანს უტოლდება. ნაცისტური რასობრივი თეორიისთვის ბოშათა არსებობა საშიში იყო. ეს ძირს უთხრიდა გერმანელთა რასობრივ სიწმინდეს. მართალია ოფიციალური პროპაგანდის მიხედვით გერმანელები წმინდა არიული რასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ინდოეთიდან იყვნენ, ბოშები გაცილებით ახლო იყვნენ ნათესაურად ინდოსტანის ნახევარკუნძულის ძირძველ მოსახლეობასთან. ნაცისტურმა თეორიამ ადვილად იპოვა გამოსავალი – ბოშები შერაცხეს არიული ტომებისა და დაბალი განვითარების ერების შეჯვარების შედეგად მიღებულ ერად, რაც ხსნიდა მათი მომთაბარეობისა და ასოციალობის საკითხს. სპეციალურმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა გერმანული ერიდან "ბოშობის" გამოყოფისა. 1936 წლის მარტიდან ბოშებზე იქნა გავრცელებული მოქალაქეობისა და რასის ნიურნბერგის კანონები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ებრაელებზე ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც ბოშებს აეკრძალათ გერმანელებთან ქორწილი, არჩევნებში მონაწილეობა, ასევე ჩამოერთვათ მესამე რაიხის მოქალაქეობა. ბოშათა განადგურება დაიწყო სტერილიზაციით. 1941 წლიდან დაიწყო ბოშების მასირებული დახვრეტა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 1943 წლიდან კი – განადგურება საკონცენტრაციო ბანაკებში.
სტატიები ინტერნეტში: გვანცა გეთიაშვილი. თბილისი. 11 ნოემბერი, 2009
ბოშათა ბანაკი თბილისში
ერთმანეთზე მიწყობილი სახლები, პატარა ეზოები, ზოგან შადრევნებით -- ეს ბოშების ბანაკია ლოტკინზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ეს კომპაქტური დასახლება თითქოს არაფრით გამოირჩევა ჩვეულებრივი ქართული უბნისგან, მაგრამ მიხვეულ-მოხვეული შუკები და ეზოები, აზიის რომელიმე ქვეყანას მაინც მოგაგონებთ. დღესდღეობით ხშირად ძნელია ბოშისა და ქართველის ერთმანეთისგან გარჩევა. ისტორიკოსი თემურ ჯოჯუა მიიჩნევს, რომ ქართულმა გარემომ კვალი დააჩნია მათ ფსიქიკას, მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს “რადგან ნელ-ნელა ემსგავსებიან იმ ხალხს ვის გარემოცვაშიც ცხოვრობენ.”თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი ბოშებსა და ქართველებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ყველა ქართველი ერთნაირად არ არის მათდამი განწყობილი, ზოგი ბოშებს “ციგნებსა” და “ურჯულოებს” უწოდებს.ბატონი თემურის აზრით ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ბოშების უმრავლესობის მიერ ვაჭრობისა და მოწყალების თხოვნით. ისინი ამ გზით ირჩენენ თავს, რაც დისკრიმინაციის საფუძველი ხდება, არადა: ,,რა დააშავა პატარამ, რომელიც გადარჩენის მიზნით ქუჩაშია და მათხოვრობს, ალბათ ეს უფრო უფროსი თაობის დანაშულია ან წარსულისა, რომელიც ბოშებს ბუნებამ არგუნა.”ბოშების მომთაბარე წარსული ხშირად ვაჭრობასთან, მათხოვრობასა და ქურდობასთან ასოცირედება. ისტორიიული ცნობების თანახმად, ბოშათა, იგივე ბოჰემიელთა, ტომი ინდოეთის ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა. მე-5 და მე-10 საუკუნეებში მათი წინაპრები იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლებულიყვნენ. ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადაინაცვლეს და მე-15 საუკუნეში უკვე მთელ ევროპას მოედნენ.ბოშები ლაპარაკობენ აწინკნურ ენაზე, თითქმის იგივეა რაც რომაული. ის რომ ბოშები მართლაც ინდური ტომებისაგან წარმოიშვნენ ამტკიცებს ისიც, რომ მათი ენის სამი სიტყვიდან ერთი აუცილებლად ინდურია, თუმცა ახლა ამ ენაზე მხოლოდ მოხუცები თუ საუბრობენ.1989 წლის აღწერით, მთელ მსოფლიოში ცხოვრობს 3,6 მილიონი ბოშა, აქედან 96% სომხეთში, ხოლო დანარჩენი 4% გადანაწილებულია ევროპაში (მოლდოვა, საბერძნეთი და ა.შ.). საქართველოში ბოშების შემოსვლა შეინიშნება 1915 წლიდან, სომხების გენოციდის შემდეგ და თბილისის გარდა ცხოვრობენ, ქუთაისში, მარნეულში, ახალქალაქსა და ახალციხეში. ფაშისტური გერმანიის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მათი რიცხვი მე-2 მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა.დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს ბოშების მიმართ ბატონი თემურის მსგავსი შემწყნარებლური დამოკიდებულება არ აქვს. ერთ-ერთ ქართველ მოზარდს მათში მეგობრებიც ჰყავს, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მათთან დალაპარაკება და მათ უბანში მისვლაც კი სარისკოა.10 წლის, ბოშა გოგონა, სონია პაჭკორია თბილიში ცხოვრობს, მშობლები არ ჰყავს, ბებია და ბაბუა ზრდის: ,,დედა მშობიარობას გადაჰყვა, პაიანოვა იყო, მამა – ქართველი, მეგრელი, არ ვიცი რატომ დაიღუპა. ორი ძმა და ერთი და მყავს, რომელსაც ბებია ზრდის სამეგრელოში, ზუგდიდში, მამაჩემის მშობლები. კიდევ ერთი ძმა მყავდა, სამწუხაროდ, ორი წლის უკან გარდაიცვალა”სონია პაჭკორია იმ ,,ბედნიერ” ბავშვებს მიეკუთვნება, ვინც ქუჩაში მოწყალების თხოვნით არ ირჩენს თავს და ვისაც ჰყავს ქართველი მეგობრები, რომლებიც მასთან თამაშსა და ურთიერთობას არ უკადრისობენ.ბოშების უმრავლესობამ ქართული იცის, რადგან მათ ბევრი რამ შეითვისეს იმ ხალხთა კულტურიდან, სადაც ცხოვრობენ, ბოშების ენა უკვე ასიმილირებულია სხვადასხვა ენებთან, ხოლო ისინი ვისაც უჭირს საუბარი, ქართველებთან რუსული ენის მეშვეობით ურთიერთობენ.
სტატიები ინტერნეტში: ხატია ხარებავა. თბილისი. 15 მაისი, 2009
ბოშათა ხანა თბილისში
დედაქალაქში მომრავლებული მაწანწალა ბავშვების მოგერიება დღითიდღე ძნელდება. შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანას შეესევიან, კაფეს ან მაღაზიას დალაშქრავენ, ფეხითმოსიარულეს აედევნებიან ,,და-ამეხმარე-ე”-ს ძახილით – ასე აგრძელებენ მათხოვრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ბოშები, რომლებსაც სხვადასხვა დროსა და ადგილას რომანის, ბოჰემიელების, ფარაონთა ტომისა თუ ციგნების სახელით იცნობდნენ. დღეს ქალაქის ქუჩებში მოთარეშე უძველესი ინდური ტომის პატარა შთამომავლები თბილისელებში ან სიბრალულს იწვევენ, ან ზიზღსა და აგრესიას. 10 წლის ვალერი დილის ცხრა საათზე იკავებს პოსტს ალექანდრე ყაზბეგის გამზირზე და საღამოს ექვსს საათამდე ხელგაწვდილი ელოდება მოწყალებას. ,,სამი წლიდან აქ ვდგავარ,” – ამბობს ვალერი. ,,მინდა ამით ჩემს მშობლებს ოდნავ მაინც დავეხმარო.” პატარა ინდ. მეწარმე, რომელიც ,,აფრიკის” დასახლებაში ცხოვრობს, სკოლაში არ დადის მაგრამ ამბობს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში კერძოდ ემზადება. ,,მთელი ცხოვრება ქუჩაში მათხოვრობას არ ვაპირებ,’’ – განაგრძობს ვალერი. ,,მინდა მქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ჩემს მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებ.” ვალერისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად გამვლელთა სიმპათიას იმსახურებს, გულნარა ქუჩის რისხვაა. ,,როდესაც ვიღაცას მივადგები და ფულს ვთხოვ, აუცილებლად უნდა მომცეს,” – განმარტავს თავის მოტივაციასა და ტაქტიკას აშარი გულნარა. ,,მეც როგორც ყველას ჭამა მიყვარს და ამისთვის ფული მჭირდება. თუ არ მომცემს იმას, რასაც ვთხოვ, მაშინ ვემუქრები. შემიფურთხებია კიდეც და თმებიც მომიჭრია გოგონებისთვის. ერთხელ ერთი გოგო უხეშად გველაპარაკა. მე და ჩემმა მეგობრებმა კი ვცემეთ და ჩანთაც წავართვით.” გულნარასნაირები საზოგადოებაში ბოშების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევენ. ,,საზიზღრები და ბინძურები არიან, ამავდროულად საშინლად უმადურებიც,” – ამბობს სტუდენტი ეკა. ,,ერთხელ ორი მათგანი მოვიდა ჩემთან და ფული მთხოვა. ორივეს მივეცი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთისთვის უფრო მეტი მიმიცია, ვიდრე მეორესთვის. ძალიან გამიბრაზდა და ფული სახეში მომაყარა. რაღაც თავის ენაზეც მომაძახა და გაბრაზებული წავიდა.” ბოშები მათხოვრობის სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ. არიან როგორც ,,გამომძალველები”, ასევე მეორე კატეგორიაც, რომელიც უმანკო გამოხედვით ცდილობს გამვლელთა კეთილგანწყობის მოპოვებას. ლარისას, რომელიც ოთხი წლიდან ქუჩაში დგას და მათხოვრობს, ფულის შოვნის თავისებური სტრატეგია აქვს შემუშავებული. იგი ჯერ თავაზიანად თხოვს ხალხს დახმარებას, ხოლო თუ ასეთი გზით ვერ მიაღწია საწადელს, მაშინ უფრო ,,მკაცრ მეთოდებს” მიმართავს. პირველი მცდელობაზე ლარისა ,,დეიდა დამეხმარე” შინაარსის ფრაზით ცდილობს წარმატების მიღწევას, შემდეგ - ,,მომეცი ფული, თორემ შეგაფურთხებ”, და თუ ამანაც არ გაჭრა საქმეში გინება გადის - ,,კურობარა ბუხტა ბარდა.” ბოშა ბავშვების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ზიგიერთი მათგანი ყოველ დღე მინიმუმ 50 ლარით მაინც ბრუნდება სახლში. ბევრი არასამუშაო საათებში არც ჩაცმა-დახურვას იკლებს, ხოლო ძონძები კი ხშირად მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ფორმაა. თუმცა, ასეთი ხრიკები საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აბეზარი ბავშვების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ ცვლის. ,,არანაირი სიბრალული არ გამაჩნია მათ მიმართ,” – ამბობს ქალბატონი ნათელა. ,,ვფიქრობ, პილიციამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. არ შეიძლება მშვიდად უყურო იმას, თუ როგორ უვარდებიან ხალხს სახლებში და პარავენ ძვირფას ნივთებს.” პოლიცია თუ სხვა სახელმწიფო ორგანო ბოშათა პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობს. სანამ ხელისფულება მომთაბარე უმცირესობის ბედზე დაფიქრდება, კიდევ ხშირად მოგიწევთ გამოწვდილ ხელებში ხურდების ჩარიჩხინება, თორემ ,,კურობარა ბუხტა ბარდა” არ აგცდებათ
Subscribe to:
Posts (Atom)