Thursday, November 19, 2009

ბოშების შესახებ

ბოშები – ეთნიკური ჯგუფია, რომლებიც საკუთარ თავს საკუთარ თავს უწოდებენ "რომა"–ს. ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ როგორც "სინტი". ისინი ადამიანებით დასახლებულ თითქმის ყველა კონტინენტზე ცხოვრობენ. მათი განსახლების არეალი ძირითადად ცენტრალურ და არმოსავლეთ ევროპასა და ანატოლიაშია, მათი დიდი რაოდენობა ასევე სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს. მიუხედავად ფართო განსახლების არეალისა ბოშების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნებში იშვიათად აღემატება 2% თუმცა მათი რაოდენობა საკამაოდ დიდია. ასე მაგალითად: საფრანგეთში ბოშები შეადგენენ მოსახლეობის 1,62 % ანუ 650 000 ადამიანს, რუმინეთში 535 140 კაცს, თურქეთში 500 000 (საერთო მოსახლეობი 0.72%), ბულგარეთში 370 908 (საერთო მოსახლეობის 4.67%), უნგრეთში 205 720(მოსახლეობის 2.02%) საბერძნეთში 200 000 (1.82%), რუსეთში 182 766(0.13%) იტალიაში 130 000(0.22%), სერბიაში 108,193(1.44%), სლოვაკეთში 89 920(1.71%), გერმანიაში 70 000(0.09%) ხოლო ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში 53 879 ადამიანს რაც საერთო მოსახლეობის 2.85% უდრის.
სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემია ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მათი რიცხი ოფიციალური მონაცემით 175,3 ათასი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 20 ათასი ბოშა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტების მიერ იქნა განადგურებული. ( ამ სასინელი დანაშაულის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ, იხ. პარაიმოსი).
ევრო საბჭოს მონაცემებით ევროპაში 9,8 მილიონი ბოშა ცხოვრობს, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, რადგან მათი ცხოვრების სტილის გამო ვერ ხერხდება მათი აღწერა. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 4 მილიონი ბოშა ცხოვრობს აზიაში და 1 მილიონამდე დანარჩენ კონტინენტებზე (ევროპის გარდა).

ბოშათა ჯგუფები (ტომები)
ბოშათა ეთნოსში გამოყოფენ ჯგუფებს (ტომებს), რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ:

1. რომას (Roma) სახელით არიან ცნობილი ბოშები, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ ევროპასა და იტალიაში მათ მე–19 საუკუნიდან დაიწყეს მიგრაცია და აითვისეს მთელი ევროპა და სხვა კონტინენტები.

2. "იბერიული ტომი" (Iberian kale) – ამ სახელით არიან ცნობილი ჯგუფი ბოშებისა ესპანეთში, ასევე პორტუგალიაში, სამხრეთ საფრანგეთსა და ლათინურ ამერიკაში.

3. " ფინური ტომი" (Finnish Kale) - ამ ტომის ბოსები ცხოვრობენ ფინეთში და ასევე მათი მიგრაცია მოხდა შვედეთში.

4. "უელსის ტომი" ("Welish Kale") – უელსში მცხოვრები ბოშები

5. "Romanichal" – დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბოსები, რომლებიც ასევე მიგრაცია განიცადეს აშშ –სა და ავსტრალიაში

6. "Manush" – ტომი ცხოვრობს ცენტრალური ევროპის იმ ნაწილში სადაც ფრანგულად მეტყველებენ.

7. "Romanisael" – ტომი ცხოვრობს შვედეთსა და ნორვეგიაში

8. "Sinti" - გერმანულ ენაზე მოსაუბრე, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში.

ეთნოტერმინი

ბოშებს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. ასე მაგალითად ინგლისში მათ ტრადიციულად უწოდებენ Gypsies (ამ სიტყვაში აშკარად იგრძნობა ბიბლიური გავლენა ბოშების წარმოშობისა Egyptians "ეგვიპტელები". ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიყენება, როგორც მოდის, სტილის შესატყვისი), ესპანელები მათ – Gitanos, ფრანგები – Bohémiens (ბოჰემიელები – მათი ბოჰემური ცხოვრების წესის გამო), ასევე ფრანგულ ლიტერატურაში ვხვდებით მათ, როგორც Gitans ან Tsiganes, გერმანელები მათ უწოდებენ – Zigeuner, იტალიელები – Zingari, ნიდერლანდების სამეფოში Heidens (სიტყვას სხვა მნიშვნელობაც აქვს –"კერპთაყვანისმცემლები"), უნგრელები სადაც მასობრივად ცხოვრობდნენ ბოშები – Cigany ან Pharao nerek ("ფარაონის ტომი"), ფინელებიmustalaiset ("შავები"), თურქებიÇingerie, Çingane; ებრაელებიTso’anim (ბიბლიური ეგვიპტური პროვინცია – "ცოანი"–დან) ამჟამად ევროპულ ენებში ფართოდ მკვიდრდება ბოშების ეთნონიმი "რომა".
ბოშების წარმომავლობა და ისტორია

მათი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვარიაციები არსებობს:
პირველი ვერსია უფრო მეტად გავრცელებული და ახლომდგომია სინამდვილესთან. ამ ვერსიით ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. მათ მიგრაცია ინდოეთიდან ჯერ კიდევ მე–11 საუკუნემდე დაიწყეს. სავარაუდოდ ბოშები ცხოვრობდნენ ცენტრალურ ინდოეთში რაჯასტანის (Rajasthan) რეგიონში. დაახლოებით 250 წელს ამ რეგიონში მართლაც ცხოვრობდა ბოშათა ჯგუფი. ასევე თვალსაჩინოა ბოშათა მსგავსება ამ რეგიონში მცხოვრებ სხვა ხალხებთან "რაჯაპუტებთან" (The Rajputs) და "ჯატებთან" (The Jats) უკვე ჩვ. წ. 500 – 1000 წლიდან იწყება ბოშათა მიგრაციები.
მეორე ვერსია ბიბლიური წარმომავლობისაა. ამ ვერსიის თანახმად და ისინი ეგვიპტური პროვინციიდან "ცოადან" უნდა იყვნენ. (ეს აზრია ჩადებული ინგლისურ ენაში, როცა ბოშებს მოიხსენიებენ, როგორც – Gypsies, მიღებულია სიტყვიდან Egyptians "ეგვიპტელები") ამ ვარუდს ეთანხმება ვიქტორ ჰიუგო თავის ნაწარმოებში "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"
ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში ისინი მოხეტიალეები იყვნენ, ერთი ადგილიდან გადადიოდნენ მეორეზე როგორც ხელოსნები, მუსიკოსები და მოვაჭრეები. ისტორიის მანძლიზე ისინი იყვნენ ძალადობრივი ასიმილაციის საგანი; ბოშების ენა აკრძალული იყო ზოგიერთ ქვეყანაში. მათ მიმართ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საზოგადოებები ახორციელებდნენ ძალადობას: შვილებს ძალით ართმევდნენ მშობლებს, ისინო მონებად ითვლებოდნენ. ბოლო ქვეყანა იყო რუმინეთი სადაც მათი მონობა გაუქმდა 1856 წელს. ბოშებს არასოდეს ჰქონდათ სახელმწიფო და არასოდეს უბრძოლიათ სხვა ხალხის წინააღმდეგ. მე-20 საუკუნის განმავლობაში ისინი ითვლებოდნენ მაწანწალებად და ბევრ ქვეყანაში გამოცემული იყო კანონები, რომლებიც აიძულებდა მათ ერთ ადგილას დასასახლებას. დღეს, ბოშების საზოგადოება კვლავ არის პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის, დევნის და იზოლაციის საგანი ყველა ევროპულ ქვეყანაში.
ენა
ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამოდენიმე დიალექტად იყოფა.
ასევე საუბრობენ იმ ერების ენაზეც, რომელთა შორისაც მომთაბარეობენ და ცხოვრობენ.
ევროპელების მიერ ბოშები ყოველთვის განიხილებოდნენ როგორც მათგან განსხვავებული ხალხი.

ბოშები საქართველოში
(სტატია მზადების პროცესშია)